07.12.2016

6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართა „კარცერ-ლუქსის“ მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტმა ქნარიკ კორკოტიანმა წარადგინა ა. კუპრინის „პაგანინის ვიოლინო“. ქნარიკის გამოსვლის შემდეგ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ ნაწარმოების განხილვის პროცესში და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

შეხვედრას სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.