08.12.2016

5 და 6 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგი აგრარულ სამართლისა და ქვეყანაში მიმდინარე სასოფლო სამეურნეო პროექტების შესახებ. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამშრომელი, ქეთევან სვანიძე. ტრენინგები შედგა ENPARD-ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „თანამედროვე აგრარული კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“. პროექტს ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით.