08.12.2016

2016 წლის 8 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სტუმრობდა.
სახალხო დამცველმა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. 
ლექციის შემდეგ მუშაობა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, ბევრი საინტერესო და პრობლემატური კითხვა დასვეს, რაზედაც ამომწურავი პასუხი მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველისაგან.