08.12.2016

2016 წლის 8 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მომსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაზე დეპარტამენტის თანამშრომლებმა: უფროსის მოადგილე გიორგი ჭოხონელიძემ და უფ. სპეციალისტმა ნათია ქადაგიშვილმა, 2008 წლის ომსა და ISAFI სამშვიდობო მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფი: ოთარ კალმახელიძე; მიხეილ დოლიძე; გურამ ჩიმახიძე და მესხეთის მკვიდრი იმედა მერაბიშვილი, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გააცნეს.
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და სტუდენტებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, სამშობლოსადმი მათ თავდადებას და ღვაწლის წარმოჩენას. 
შეხვედრა იყო ძალიან თბილი, ემოციური და საქმიანი.სამომავლოდ დაიგეგმა თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტსა და სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მენორანდუმის გაფორმება,რომელიც ითვალისწინებს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვას, მათთვის ფსიქოლოგის მომსახურებას, უნივერსიტეტში გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურით მათ უზრუნველყოფას და ა. შ.