12.12.2016

9 დეკემბერს, ახალციხეში, სასტუმრო „ლომსიაში“ შედგა „სამცხე–ჯავახეთში ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის“ პრეზენტაცია, რომელიც განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით პროექტის „აგრარული კვლევითი უნარების გაძლიერება რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ ფარგლებში. პროექტი თითქმის ერთი წელია მიმდინარეობას და მას ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენიგები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ მასწავლებლებთან სხვადასხვა თემებზე, რითაც მათ შესძლეს შესაბამისი კვლევითი მეთოდოლოგიის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. 
„ჩვენ ვაწარმოეთ კვლევა, რომ გაგვეგო რთულია თუ არა ხახვის მოყვანა და მოვლა, რა მოცულობით იწარმოება სამცხე–ჯავახეთში და რამდენად მომგებანია ეკონომიკური თვალსაზრისით. გაირკვა, რომ თესლით მოყვანილ ხახვს უფრო მეტი მოგება აქვს, ვიდრე ბოლქვით“, – განაცხადა PMC –ის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.

„სამივე პარტნიორი კომპანიის კომპონენტი იყო განაწილებული. თანამედროვე სასოფლო– სამეუნეო პრაქტიკების და მიდგომების დანერგვაზე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს აწარმოებდა GIPA, PMC კვლევითი ცენტრი კვლევის დაგეგმვის მეთოდოლოგიისა და ანალიზს ასწავლიდა, ხოლო CENN –ის დახმარებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგარადი გამოყენების მიმართულებით მიმდინარეობდა სწავლების პორცესი“, – განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან რუხაძემ.
კვლევის თემა შეირჩა სოფლის მეურნეობაში ჩართულ მხარეებთან, (როგორებიცაა ფერმერები, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება) შეხვედრის დროს პროექტის დასაწყისში. 
„ეს ანალიზი ჩატარდა იმისათვის, რომ უნივერსიტეტს გავაცნოთ თანამედროვე კვლევითი მეთოდები. სწორედ მათი ჩართულობა იყო ამ კვლევის ძირითადი მიზანი” – განაცხადა მაია გრიგოლიამ

მისივე თქმით, უნივერსიტეტს უკვე შეუძლია ახალი თანამედროვე მეთოდებით კვლევა სხვადასხვა პროდუქტებზეც ჩაატაროს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში აგრარულ სფეროში მოქმედი ორგანიზაციები, სჯსუ უნივერსიტეტის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასასრულს კვლევის მონაწილეებს გადაეცათ კვლევაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.