15.12.2016

2016 წლის 14 დეკემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ,,კარცერ - ლუქსის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. განხილული იქნა გენიალური ამერიკელი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის ,,მოხუცი და ზღვა“, რომლის შექმნისათვის, როგორც ცნობილია ავტორმა ნობელის პრემია დაიმსახურა.
ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი მოთხრობა ,, მოხუცი და ზღვა“ წარმოადგინა ინგლისური ფილოლოგიის მე -4 კურსის სტუდენტმა თეონა ხაჩიძემ. ნაწარმოების განხილვაში აქტიურად ჩაერთვნენ სტუდენტები: სოფო მელიქიძე, მარიამ პეტროსიანი, ხატია ნატრიაშვილი, ასოცირებული პროფესორები: დიანა მელიქიძე, ქეთევან გრძელიშვილი, ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი მერი კინგი. ყველა გამომსვლელმა ისაუბრა ავტორის გენიალობასა და იმ ზოგადსაკაცობრიო იდეებზე, რომელიც წითელ ზოლად გასდევს ჰემინგუეის უკვდავ მოთხრობას.
,,კარცერ - ლუქსის“ დაარსებისა და ღონისძიების ორგანიზატორი სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ლალი ბერიძეა.