15.12.2016

14 დეკემბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სტუდენტებისათვის წარმოდგინა ინფორმაცია Scopus-ის სამეცნიერო სტატიების მოძიებისა და გამოყენების შესახებ. 
ინფორმაცია წარმოდგენილი იყო სლაიდ შოუს სახით, სადაც განხილული იყო თუ რას წარმოადგენს აღნიშნული ბაზები და რა უპირატესობა გააჩნიათ მათ: 
განხილული იყო ის, რომ;
Elsevier არის ერთ-ერთი ლიდერი ინტელექტუალური ინფორმაციის პროვაიდერთა შორის და პიონერი ელექტრონული ინსტრუმენტების შექმნაში, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებენ მეცნიერების და ჯანდაცვის პროდუქტიულობას და ხელს უწყობენ მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში. 
Elsevier უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების საინფორმაციო მხარდაჭერას, მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია: Scopus-ი
Scopus-ი სამეცნიერო ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების და ხარისხიანი ვებ-რესურსების უმსხვილესი ბაზა, Scopus წარმოადგენს ციტირებადი ლიტერატურის აბსტრაქტირებისა და ინდექსირების ბაზას, რომელიც კვლევის ანალიზის საშუალებას იძლევა ყველა დარგში.
Scopus იდეალურია სხვა პროდუქტებთან შედარებით, იმიტომ რომ ფართოდ აშუქებს გლობალურ, მნიშვნელოვან კვლევებს და თავისი ჩაშენებული ინსტრუმენტების გამოყენებით საშუალებას იძლება ვადევნოთ თვალი, გავაანალიზოთ და მოვახდინოთ შედეგების ვიზუალიზაცია
Scopus განკუთვნილია… 
• მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის, მასწავლებლებისთვის, R&D პროფესიონალებისთვის ვისაც სჭირდებათ
• მოქნილი, მოხერხებული, ეფექტური საინფორმაციო სივრცე, სადაც მარტივად შესაძლებელია მნიშვნელოვანი გლობალური კვლევების თემების/იდეების მოძიება, გავლენისა და საერთო ტენდენციების მონიტორინგი, ან იმის გადაწყვეტა თუ რა მიმართულებით, სად და ვისთან განახორციელოს