15.12.2016

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს საპიარო ლექციები საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. 15 დეკემბერს, ასეთი საპიარო ლექცია ვალის ზონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გაიმართა. კერძოდ, ვალის №2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ ვალის №1 და №3 სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომელთათვისაც უნივერსიტეტის შესახებ ვრცლად ისაუბრა პრორექტორმა სასწავლო დარგში ბატონმა ნიკოლოზ ახალკაცმა.