16.12.2016

2016 წლის 15 დეკემბერს, ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პოეტის შემოქმედებითი საღამო.
ღონისძიება გახსნა საღამოს ორგანიზატორმა, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ლალი ბერიძემ. ნიშანდობლივია, რომ ანა კალანდაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა ქართული ფილოლოგიის მე - 4 კურსის სტუდენტმა ნაზიკ ექნოსიანმა. შემდეგ კი გამომსვლელი გამომსვლელს, სტუდენტს თანამშრომელი ცვლიდა და ანა კალანდაძის ლექსებს კითხულობდნენ: თამარ აბრამიშვილი, ანა არუთუნიანი, ლია ხარშილაძე, ლალი ბერიძე, ნათელა მელიქიძე, ირმა აბესაძე, მაია ივანიძე, დიანა მიქელაძე, თემურ მაღრაძე.
დასასრულისკენ, ანა კალანდაძის შემოქმედებაზე ვრცლად ისაუბრა და ღონისძიება შეაჯამა პროფესორმა ნესტან სულავამ.