20.12.2016

19 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით გაიმართა ლექცია თემებზე - „სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები“ და „კულტურული მემკვიდეობა, როგორც არაგანახლებადი რესურსი". შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები ნინო დოლიძე და ცირა ელისაშვილი.
შეხვედრა პროექტის -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ ფარგლებში შედგა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება GIPA-ს მიერ. პროექტს აქვს საგანამანათლებლო ხასიათი, რომლის მიზანიცაა სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების მოწყობა. პროექტის ფარგლებში წამყვანი სპეციალისტები საჯარო ლექციების სერიებს ატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ამჯერად კი პროექტის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვიენ.
GIPA1    GIPA2