20.12.2016

19 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარები“. ტრენინგს უძღვებოდა ტრენერ-ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ლევან ზარდალიშვილი. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით ENPARD-ის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.