21.12.2016

2016 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეთა (VIII-XII კლასი) კონფერენცია: „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ (კონფერენციის ჩატარების ადგილი: უნივერსიტეტის II კორპუსი, პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზი).