22.12.2016

2016 წლის 21 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა კონფერენცია - II „მოსწავლის თვალით დანახული აგრარული პრობლემები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ხუთი რაიონის სკოლების მოსწავლეებმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი მესხი და კონფერენციის ინიციატორი - ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ს/მ დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ზაირა ტყებუჩავა.
მისალმება-პრეზენტაცია ჩაატარა სსიპ _ ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია თათეშვილმა. მან სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლი წარუდგინა მსმენელებს, რომელმაც მონაწილეთა მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციას სტუმრობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა ლომოური, ასევე „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ პროგრამების კოორდინატორები დემეტრე მოდებაძე და გიორგი გრიგოლაშვილი. მათ გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა და სურვილი, რომ მიიღონ თანამონაწილეობა შემდგომ კონფერენციაზე. ქალბატონმა მარინა ლომოურმა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს ხუთი საუკეთესო მონაწილისთვის „თსუ-საბავშვო უნივერსიტეტის“ მიერ დაწესებული საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.
შემაჯამებელ სხდომაზე ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატით, ასევე ჟიურიმ გამოავლინა 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი.

1  2 3 4 13 5 6 7 8 9 10 11  MANANA