23.12.2016

2016 წლის 23 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა პროექტ ,,სტარტაპის ელჩის" პრეზენტაცია.
პრეზენტაცია წარადგინა პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. ,,სტარტაპ საქართველო" წარმოადგენს დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას, ხოლო პროექტ ,,სტარტაპის ელჩის" მიზანია პროგრამის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია რეგიონებში, სტუდენტების ჩართვა პროგრამაში და პოტენციური სტარტაპერების ხელშეწყობა განაცხადის წარმოდგენის პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ცისკარა ზარანდია, დეკანის მოადგილე პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე, სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სტუდენტები დაინტერესდნენ პროექტით და მასში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს.

0 1 3 2 4 5 6 7