21.12.2016

2016 წლის 21 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტირებულ სხდომათა დარბაზში ჩატარდა სასამართლო პროცესი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ. თემა: ქურდობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით. 
სხდომაზე გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საპროცესო შეთანხმებით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმართა დებატები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა.