28.12.2014

28 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელისა და ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის დოქტორის გულიკო ჯანოვას წიგნის „ინგლისურ ენაზე ლაპარაკისა და მოსმენის უნარ-ჩვევების საფუძვლების გამომუშავება სწავლების დაწყებით საფეხურზე“, პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა ბიბლიოთეკის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ბერიძემ. წიგნის შესახებ რეცენზია გააკეთეს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ირმა ქურდაძემ და ასისტენტ პროფესორმა მაკა მურვანიძემ. მათ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელოვნებაზე უცხო ენის სწავლების მეთოდიკის კუთხით.
ქალბატონ გულიკოს ახალი წიგნის გამოცემა მიულოცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ. სიტყვით გამოვიდნენ რექტორის მოადგილე სამეცნიერო მიმართლებით, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე და ასოცირებული პროფესორი დიანა მიქელაძე.
შეხვედრის ბოლოს სამადლობელო სიტყვით გამოვიდა თავად წიგნის ავტორი.

1 4 2 5