30.01.2017

2017 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პედაგოგთა ჯგუფი, რომელთა წევრები საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებული მოსახლეობის შთამომავლები არიან. სტუმრები ყირგიზეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და თურქეთის სკოლების პედაგოგები იყვნენ, რომლებიც პროექტის ფარგლებში გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. პროექტის დასკვნით ეტაპზე მათ საშუალება მიეცათ, მოენახულებინათ თავიანთი ისტორიული სამშობლო, სოფლები, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. ჯგუფის წევრთა ინიციატივით გაიმართა შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მერაბ ბერიძესთან. შეხვედრაზე რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მესხთა შთამომავლებისთვის საქართველოში განათლების მიღების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ მთავარია ქართული ენის ცოდნა, რაშიც უნივერსიტეტს სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია.

01 02 03 04