01.02.2017

29 იანვარს, საქართველოს ასტრონომიული კლუბის ინციატივით (ხელმძღვანელი თეიმურაზ კუჭაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ასტრონომიის მოყვარულთა მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე მოხსენება წაიკითხა პროფესორმა ნინო ყოჩიაშვილმა თემაზე ,,თანამედროვე ტელესკოპები და ახალი ასტრონომიული აღმოჩენები“. მოხსენებამ საინტერესოდ ჩაიარა, იყო შეკითხვები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი როინ თათეშვილი, ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ ჭიღლაძე, ასტრონომიის მიმართულების დოქტორანტები და მაგისტრები, ახალციხის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.