08.02.2017

2017 წლის 7 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კრებულ „გულანის“ წარდგენა. უნივერსიტეტის რექტორმა, კრებულის რედაქტორმა პროფესორმა მერაბ ბერიძემ აღნიშნა, რომ 2008 წელს კრებულის შექმნა რამდენიმე მიზანს ისახავდა: ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული „საენათმეცნიერო საუბრების“ ტრადიციის გაგრძელება, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, არა მხოლოდ ენათმეცნიერების, არამედ ჰუმანიტარულ და სხვა მეცნიერებათა წარმომადგენლებისათვის საპრეზენტაციო კათედრის დათმობა. რექტორმა გამოკვეთა იმ ადამიანთა დამსახურება, რომლებიც დასაწყისიდანვე ერთგულად ემსახურებოდნენ „გულანის“ საქმეს: „ვალერი სილოგავა გამორჩეული მეცნიერი და პიროვნება გახლდათ, მას კარგად ესმოდა ჩვენი უნივერსიტეტის მისია და დანიშნულება. მისი შრომები სამცხე-ჯავახეთისა თუ ისტორიული ტაო-კლარჯეთის ეპიგრაფიკის, ისტორიის საკითხებზე გამორჩეული მნიშვნელობისა და დონისა იყო“. სამეცნიერო-აკადემიური მოღვაწეობისა და „გულანის“ სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა რედაქტორის მოადგილე, ერთგული გულანელი პროფესორი ნესტან სულავა. საზოგადოებას წარედგინა „გულანის“ 20 ნომერი. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ის შეფასებები, რომლებიც მოწვეული სტუმრების მხრიდან გამოითქვა „გულანისა“ და მისი რედაქტორის მისამართით. უნივერსიტეტის არსებობის, სამცხე-ჯავახეთში აქტიური სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, პროფესორებმა პაატა ცხადაიამ, ბონდო არველაძემ, იზა ჩანტლაძემ, ტარიელ ფუტკარაძემ. მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბატონმა თამაზ მარსაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა გუგული მაღრაძემ და გიორგი კოპაძემ. კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას თსუ-ის რექტორის მოადგილემ პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ჯონი აფაქიძემ. სამეცნიერო საზოგადოების წინაშე „გულანის“ წარდგენამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პერსპექტივა, რომელიც გულისხმობს „გულანის“ საერთაშორისო გამოცემად ქცევას რეალისტურია და კრებული განვითარების შემდგომ ეტაპზე გადადის. შეხვედრა დასრულდა ყველა გულანელის, მისი გულშემატკივრის მიმართ გამოხატული მადლიერების სიტყვებით და იმედით, რომ „გულანი“ გააგრძელებს არსებობას.

16487437 742917675856724 6883628614515764705 o 16463484 742917789190046 1922230879845886088 o 16601990 742917915856700 3429293945849881592 o 16665780 742917685856723 5862918293600014833 o  16486921 742918259189999 3630063413633671330 o 16586945 742918079190017 3892843186217981812 o 16587264 742918385856653 8585677499578074733 o 16587054 742918182523340 1209105990329653461 o