16.02.2017

2017 წლის 15 თებერვალს, პროექტის "სტუდენტები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის" მონაწილე გუნდმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შემდეგი შემადგენლობით - ლელა ჯავახიშვილი, შოთა ნარსია, ზურა მენაღარიშვილი, რომელთაც სამუშაოდ ახალციხის მუნიციპალიტეტი აირჩიეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხევდრა გამართა.
პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და ორგანიზაცია "მოქალაქე" აფინანსებს. ის მიმდინარე წელს ახალი ფორმატით ტარდება. პროექტის მიზანია:
- ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება რეგიონში, "სამოქალაქო ლიდერების" ფორმირება, თვითმმართველობრივი განხორციელების მხარდაჭერა;
- ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საქმიანობაში;
- თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადება და მზადყოფნა.

16797802 747029442112214 5048152741221346714 o 16716005 747029378778887 7283003797616959629 o