21.02.2017

2017 წლის 21 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის უჩა ბლუაშვილის წიგნის პრეზენტაცია.
ნაშრომში „საქართველოს ისტორია 1900-2016 წწ.“ ჩვენი უახლესი ისტორიის ობიექტური გაშუქების ცდაა მოცემული. წიგნი სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მას მკითხველთა ფართო წრეც ინტერესითა და სიამოვნებით გაეცნობა.
წიგნის რედაქტორია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ხოლო რეცენზენტი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი თამარ ტყაბლაძე.
წიგნის დაწერის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს რეცენზენტებმა - ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ მოსიაშვილმა და პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა.
სიტყვით გამოვიდნენ და აუდიტორიას თავისი შეხედულებები წარუდგინეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა გულიკო ბექაურმა.
ავტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა უჩა ბლუაშვილმა დასასრულს აღნიშნა, რომ გასულ წელს ეს უკვე მისი მესამე წიგნია, რომელზეც მუშაობას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ეწეოდა.

16804391 749886548493170 7872120128398368446 o 16797056 749886571826501 261102028600027933 o 16836399 749886445159847 7110364081182681640 o 16836647 749886455159846 2992947913993560519 o