22.02.2017

2017 წლის 22 თებერვალს, პოეტ მიხეილ ქვლივიძის დაბადების დღეა. ამასათან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა მიხეილ ქვლივიძის პოეზიის დღე. სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია იყო ყველასათვის, ვისაც უყვარს პოეზია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, რომლთაც წაიკითხეს ლექსები საყვარელი პოეტის შემოქმედებიდან.

16722490 750361098445715 8019242653982012512 o 16836562 750361191779039 5358679923461668806 o