23.02.2017

2017 წლის 22 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 123-ე აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ისტორია, არქეოლოგია, ეთნლოგია“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას უძღვებოდა ჟურნალის მთავარი რედაქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიულოცა, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა მუშაობა სათანადოდ დაფასდა და ჟურნალმა მიიღო ელექტრონული ჟურნალის გრიფი. ბატონმა ნიკოლოზმა მსმენელებს გააცნო აგრეთვე ის განსხვავებები და თავისებურებები, რაც ელექტრონულ ჟურნალს ბეჭდურისგან გამოარჩევს, გააცნო აგრეთვე ჟურნალის სარედაქციო, საგამომცემლობო საბჭოები და ადმინისტრატორი ქალბატონი ჯულიეტა ტაბეშაძე. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა ჟურნალი ეფუძნება ე.წ. „ღია ჟურნალის სისტემებს“(OJS), რომელიც გარდა ასეთი ტიპის ჟურნალებისა გათვალისწინებულია მონოგრაფიებისა და საერთაშორისო კონფერენციებისათვის. უმთავრესი მოთხოვნა კი, რომელსაც ჟურნალი ავტორებს უყენებს არის ის, რომ სტატია უნდა პასუხობდეს საერთაშორისო მოთხოვნების დონეს.
პრეზენტაცია გააკეთეს აგრეთვე პროფესორმა რევაზ ჭიღლაძემ, რომელმაც ისაუბრა ასტრონომიაში გამომავალ (ბეჭდურ) ჟურნალზე და „გულანის“ რედაქტორმა, რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში მაკა კაჭკაჭიშვილმა-ბერიძემ.
დასასრულს მუშაობა შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ და გზა დაულოცა უნივერსიტეტში გამომავალ ოთხივე სამეცნიერო ჟურნალს.

16835859 750695085078983 5552756388101991998 o 16836111 750695088412316 2820615323590298083 o 16797384 750695238412301 7110401750849501468 o