24.02.2017

2017 წლის 23 თებერვალს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსის (ახალქალაქი) სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა, საქართველოს სახალხო დამცველის დეპარტამენტის სამცხე- ჯავახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები სტუდენტებს ესაუბრნენ თავიანთი ფუნქცია - მოვალეობების შესახებ და მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებს შორის. შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

16825976 751183988363426 8847716012662579863 o 16797326 751184118363413 6805815729162833370 o