28.02.2017

28 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს და სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ ერთობილივი ინიციატივით გაიმართა შეხევდრა ახალციხისა და ასპინძის მოსწავლეებთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრა წარმართეს ერთის მხრივ, USAID-ის პროექტ „ზრდის“ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა და ახალგაზრდულ საკითხებში პროექტის მრჩეველმა უჩა ვარამაშვილმა და ასევე, სადაზღვეო კომპანია „ალგადის“ წარმომადგენლებმა - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელმა ანა სურმანიძემ, მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლიკა მოშიაშვილმა და შიდა ქართულის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბიძინა სამნიაშვილმა.
შეხვედრაზე, სადაზღვეო კომპანია „ალდაგმა“ დასაქმების ახალი ონლაინ პორტალი www.onjob.ge წარადგინა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალგაზრდების დასაქმებას ისახავს მიზნად.

16991613 753247818157043 5011928926948244681 o 16992177 753247614823730 3854578394609452387 o  17039094 753247594823732 5625078108339730763 o