01.03.2017

2017 წლის 28 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–3 კორპუსის (ახალქალაქი) წარმომადგენლობა საპიარო - საპრეზენტაციო გასვლით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ვასილ მოსიაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორებს სამცხე– ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში არსებული სიახლეები გააცნო. შეხვედრისას აუდიტორია დაინტერესდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპეციალობებით და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით. შეხვედრსი დასასრულს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სკოლის დირექტორებს გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები, ფალერები და უნივერსიტის გამომცემლობაში დაბეჭდილი 2017 წლის კალენდრები.
შეხვედრას ორგანიზებას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ნინო ზუმბაძე.

16865169 753619371453221 7855333625286379621 n 17022072 753619711453187 7500773638664807474 n