02.03.2017

2017 წლის 2 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ,,ღია კარის დღე“. შეხვედრას ესწრებოდნენ ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში შემავალი საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები.
შეხვედრა წარმართა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა. პროგრამების შესახებ ისაუბრეს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინჟნერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა ცისკარა ზარანდიამ და გიორგი მესხმა.
მომავალი სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები.
„ღია კარის დღე“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.

16904779 754145028067322 4513722203331346417 o 17016842 754144811400677 8534854256842045049 o