06.03.2017

2017 წლის 7 მარტს, 14 საათზე, სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა გიწვევთ მესხი პოეტის, უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლის, შალვა კეღოშვილის ლექსთა კრებულის პრეზენტაციაზე.
წიგნი გამოიცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძისა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ყრუაშვილის რედაქტორობით.