06.03.2017

2017 წლის 28 თებერვლიდან 4 მარტამდე ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ფონდს, ბიბლიოთეკასა და არქივს სამეცნიერო მიზნებით ესტუმრნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, პროფესორი როინ ყავრელიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე (რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში). ვიზიტის მიზანი იყო იმ საარქივო მასალის გაცნობა და შემდგომში შესწავლა, რომელიც ფონდშია დაცული.
მიუხედავად მცირე დროისა, ვიზიტი აღმოჩნდა უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვანი, წარმატებული და ემოციური. ღირსეული ქართველების, პავლე და სიმონ ზაზაძეების დაწყებულ საქმეს სტამბოლში დღესაც დიდი რუდუნებით აგრძელებს ბატონი პოლ ზაზაძე და მისი ოჯახი. იგეგმება ფონდის უახლესი სტანდარტებით აღჭურვა.
როგორც ბატონი პოლ ზაზაძე და უნივერსიტეტის რექტორი შეთანხმდნენ, სამეცნიერო კონტაქტები გაგრძელდება მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯებიც. შემდგომი შესწავლისა და დამუშავებისთვის ფონდში დაცული მასალის მცირე ნაწილი პროფესორებმა ფოტოფირების სახით ჩამოიტანეს უნივერსიტეტში.

1 2