07.03.2013

7 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომლის, მესხი პოეტის - შალვა კეღოშვილის ლექსთა კრებულის პრეზენტაცია.
წიგნი გამოიცა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძისა და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნატო ყრუაშვილის რედაქტორობით.
ღონისძიება მიჰყავდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორს ლალი ბერიძეს. პოეტის შემოქმედება გაიხსენეს წიგნის რედაქტორებმა პროფესორმა მერაბ ბერიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ყრუაშვილმა, ასევე, პროფესორებმა ვახტანგ ინაურმა, მაკა კაჭკაჭიშვილმა-ბერიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეპორტირებულ მესხთა შთამომავალი, ჩვენი უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ისმაილ მაჰმედოვი შალვა კეღოშვილის ლექსით.
პოეტი გაიხსენა ასოცირებულმა პროფესორმა მაია ქუქჩიშვილმა, რომელმაც ემიგრანტი პოეტის ზაირა კეღოშვილის მისალმება წაიკითხა, ასევე პედაგოგებმა ნელი ღონღაძემ და ნელი ლომიძემ. სიტყვით გამოვიდნენ თემურ მაღრაძე, ვასილ კვინცხაძე, ზელიმხან მაღრაძე, კარლო ხუციშვილი.
პოეტის კრებულის 20 ეგზემპლარი გადაეცა იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოეტის ოჯახის წევრები და მშობლიური რაიონის - ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

16997855 756747034473788 4583542319876295995 n 17097683 756747297807095 6345268174801666971 o 17097831 756747261140432 3827344787500327074 o 17097916 756747541140404 1570696688697887305 o 17157607 756747321140426 6414369624256682063 o 17212074 756748141140344 1929003365396106649 o