22.03.2017

22 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე შეხვდა უნივერსიტეტის სტუდნტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები და ვიზის ლიბერალიზაცია იყო.
პრეზენტაციაში მონაწილეობას, ასევე, იღებდა მოწვეული ექსპერტი გიორგი ღვედაშვილი, რომელმაც დეტალურად მიმოხილა უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები. სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად გამოეხმაურნენ თემას.
ვიზიტი დაიგეგმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ.

1 2 3