24.03.2017

ინფორმაცია სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნების შესახებ
1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 24 მარტის N5 ბრძანებით ხელახლა დაინიშნა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მათი რაოდენობის პროპორციულად.
4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 24 მარტიდან 03 აპრილის ჩათვლით 09.00-დან 18.00 სთ.-მდე სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში.
5. არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 05 აპრილს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
6. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 577 97 57 79