27.03.2017

28 მარტს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება წიგნის ,, სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო “ პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან: პროფესორი მერაბ ბერიძე და პროფესორი როინ ყავრელიშვილი, რედაქტორები, პროფესორები: თინა იველაშვილი და ერდოღან ალთინქაინაქი. წიგნი ,, სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო “ გამოიცა ქალაქ არტაანის მერის ფარუქ ქოქსოის მიერ განხორციელებული პროექტის - ,,სამცხე-ჯავახეთის და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობების“ ფარგლებში და იგი გამოსაცემად მოამზადა არტაანის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, დოქტორმა ზეჰრა თუღბა აბაჯმა.
წიგნი ,,სამცხე - ჯავახეთის სამზარეულო“ ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.