28.03.2017

2017 წლის 27 მარტს , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსის (ახალქალაქი) სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ,,ღია კარის დღე“, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების: კოთელიის, პტენის, მურჯახეთის, დილისკის საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ვასილ მოსიაშვილი. შეხვედრისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული პროგრამებისა და სიახლეების შესახებ, მათვე დაურიგდათ საინფორმაციო მასალა უნივერსიტეტში მომზადებული ფლაერებისა და კალენდრების სახით.
შეხვედრას ორგანიზებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უწევდა.