28.03.2017

28 მარტს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა წიგნის ,, სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო “ პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და პროფესორი როინ ყავრელიშვილი, რედაქტორები, პროფესორები: თინა იველაშვილი და ერდოღან ალთინქაინაქი. წიგნი ,, სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო “ გამოიცა ქალაქ არტაანის მერის ფარუქ ქოქსოის მიერ განხორციელებული პროექტის - ,,სამცხე-ჯავახეთის და არტაანის მხარის მეგობრული ურთიერთობების“ ფარგლებში და იგი გამოსაცემად მოამზადა არტაანის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, დოქტორმა ზეჰრა თუღბა აბაჯმა. წიგნი ,,სამცხე - ჯავახეთის სამზარეულო“ ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა.
სიტყვით გამოვიდნენ და აუდიტორიას თავისი შეხედულებები წარუდგინეს პროეფესორებმა თინა იველაშვილმა და ნიკოლოზ ახალკაცმა, ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა კაჭკაჭიშვილმა და გულიკო ბექაურმა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა ლავრენტი ჩიბურდანიძემ, მოწვეულმა პედაგოგმა ნელი ღონღაძემ. ღონისძიების დასასრულს ავტორებმა ისაუბრეს გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე, მათ მადლობა დაგაუხადეს დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის.
ღონისძიებას უძღვებოდა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი ბერიძე.

17492751 769184629896695 1348176047092744012 o 17492643 769184679896690 937433325491671704 o 17621676 769184013230090 1243611756785561533 o 17621808 769183906563434 8831338869413001654 o