29.03.2017

3 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია ,,დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში". პროექტი ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. პროექტის პრეზენტაციაზე მოხდება პროექტის დეტალური გაცნობა. პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდური სახით. რეგისტრაციის დრო 8 აპრილამდეა.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოება შეიტყობს, რომ პროექტი აერთიანებს საქართველოს სამ რეგიონს: თბილისს, ახალციხესა და აჭარას და მის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები კონსტიტუციის საკითხებზე, ტრენინგები საჯარო გამოსვლებისა და ფორმალური დებატების ტექნიკის მიმართულებით. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები, ხოლო საუკეთესოებს სხვადასხვა პრიზები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და პროექტით დაინტერესებული სტუდენტები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSet9vesDo3Y74AdSmm4p2nJ1wxFz4EtdJpwwjqySkiIJ8AVrg/viewform

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტს თამუნა აბულაძეს

ტელეფონი: 591 41 12 74