31.03.2017

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით და ორგანიზებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს საპიარო ლექციები საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
30 მარტს, ასეთი საპიარო ლექცია ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა. უნივერსიტეტის შესახებ ვრცლად ისაუბრა პრორექტორმა სასწავლო დარგში პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.

1 2