31.03.2017

2017 წლის 28-29 მარტს, კახეთში სასტუმრო ლოპოტას საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ENPARD-ის პროექტ - „თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“ დასკვნითი შეხვედრა. პროექტი განხორციელდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის (GRDD of GIPA), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით. დასკვნითი შეხვედრის მიზანი იყო რეგიონულ ინსტიტუტებს შორის გამოცდილების გაზიარება, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და პროექტის მიერ განხორციელებული საქმიანობების შეფასება. პლენარულ სხდომაზე განიხილეს პროექტის მიერ განხორციელებული კვლევები, მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები, საველე-სადემონსტრაციო საქმიანობათა და სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობასთან დაკავშირებული და პროექტის სასწავლო-საგანმანათლებლო კომპონენტის შედეგები.
პროექტში ჩართული იყო სამი საგანმანათლებლო დაწესებულება: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტები. სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ზაირა ტყებუჩავამ წარმოადგინა პრეზენტაცია: ,,პუბლიკაციები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა აგროტექნოლოგია; საცდელი საქმის მეთოდიკა მემცენარეობაში.“
პროექტის დახმარებით უნივერსიტეტში განხორციელდა ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, რომელშიც მონაწილეობდა აგრარული მიმართულების პროფესურა და სტუდენტები, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც აგრარული მიმართულების სტუდენტებს ეხმარება პრაქტიკული საქმიანობის განხოციელებაში.
შეხვედრის დასასრულს, პროექტში მონაწილე უნივერსიტეტებს გადაეცათ აგრარული მიმართულების უახლესი ლიტერატურა.

1 2 3 4