03.04.2017

2017 წლის 3 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქათველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორი, თინათინ ცერცვაძე ესტუმრა. მან სტუდენტებს პროექტი „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ წარუდგინა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გაწევრიანდნენ დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში და ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 აპრილი. პროექტი აერთიანებს საქართველოს სამ რეგიონს: თბილისს, ახალციხესა და აჭარას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

17620444 772622069552951 5196679793363188796 o 17620364 772621926219632 3441505690025696848 o