07.04.2017

2017 წლის 7 აპრილს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორ თამარ ალფენიძის ნათარგმნი წიგნის ,,ქართველი ქალი ანუ შურისძიება“ გაცნობა- პრეზენტაცია. პროექტი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ხელშეწყობით განხორციელდა. წიგნი ოსმალურიდან ითარგმნა და მისი ავტორია ცნობილი თურქი კლასიკოსი მწერალი აჰმედ მითაჰათ ეფენდი (xix ს).
პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრები მიიღო და ესაუბრა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, რომელთაც მას საჩუქრად ნათარგმნი წიგნი ,,ქართველი ქალი ანუ შურისძიება“ გადასცეს.
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში შეკრებილმა მსმენელებმა: სტუდენტებმა, პროფესორ - მასწავლებლებმა და და სხვა დაინტერესებულმა საზოგადოებამ ყურადღებით მოუსმინა ავტორს და დაწვრილებით ისაუბრა წიგნის ღირსებებზე, ასევე კმაყოფილება გამოითქვა იმ საინტერესო ტრადიციასა და თანამშრომლობაზე, რომელსაც იუნუს ემრეს თურქული კულტურის ცენტრი და სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწევიან.
ღონისძიებას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აჰმედ ბაჰადირ შაჰინი და მდივან რეფერენტი გუჩა ქუთათელაძე.

17807393 775322869282871 6116344719705658072 o 17814315 775322885949536 8714429465720076090 o 17834123 775323082616183 8632291270309169769 o 17835158 775323112616180 7872530911321134086 o