07.04.2017

2017 წლის 6 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართალში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
სასამართლო სხდომის დაწყების წინ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა მალხაზ ლომსაძემ სტუდენტები დააჯილდოვა საპატიო სიგელებითა და სერტიფიკატებით, იმიტირებულ სასამართლო პროცესებში წარმატებული მონაწილეობისათვის.
პროცესის ბოლოს, მოსამართლის მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქარველოს სსკ-ის 108 -ე მუხლით.
პროცესს ესწრებოდენენ უნივერსიტეტის პედაგოგოები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
სხდომის დამთავრების შემდეგ გაიმათა დებატები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, პედაგოგებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

17760848 775224942625997 7711550137143601689 o 17760998 775225329292625 5400645312849146256 o