07.04.2017

ხორციელდება სტაჟირების პროგრამა "ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით" მოსარგებლე პირებისათვის. პროგრამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისრტის აპარატი, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.
პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება 10 აპრილს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში.