10.04.2017

საქართველოში მიმდინარე ნატოს დღეების ფარგლებში, 2017 წლის 7 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ახალქალაქი,IIIკორპუსი) მშვიდობის ფონდის დამფუძნებელმა გიორგი ტუმასიანმა და დიპლომატიის კავკასიური აკადემიის სამხედრო ექსპერტმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ოფიცერმა, კაპიტანმა არმენ არაქელიანმა, ჩაატარეს ლექცია-დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ნატოს არსს, ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და ნატოსთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საკითხს.
ღონისძიება ჩატარდა "სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" მხარდაჭერით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის დაფინანსებით.

17807391 777196142428877 3832681192601968503 o 17834769 777196135762211 3363469981713507990 o