10.04.2017

10 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებთან. სტუმრები მიიღო და აუდიტორიას წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა , პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
შეხვედრა ეხებოდა სტაჟირების საპილოტე პროგრამას, რომელიც ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით.
სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით“ (1+4 პროგრამით) მოსარგებლე პირებისთვისაა და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებას და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ელისო ლომიძე.
შემაჯამებელ სიტყვაში პეტრე კანკავამ დიდი მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, სტუდენტების მოტივირებულობისა და მათ მიერ სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნისათვის.

17761117 777304189084739 9163860937673638098 o 17855148 777303419084816 8067160137570209758 o 17855613 777303755751449 2973797116772129609 o 17879936 777303292418162 7140119769602735711 o