11.04.2017

11 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ასოცირებული პროფესორის ვასილ მამულაშვილის წიგნის „რაღაც მინდოდა მეთქვა“ პრეზენტაცია გაიმართა.
ავტორმა წიგნიდან მცირე მონაკვეთები წაიკითხა აუდიტორიისთვის. ბატონმა ვასომ, ასევე, წაიკითხა ლექსები საკუთარი შემოქმედებიდან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმაც, რომლებმაც ბატონი ვასოს შემოქმედება წარადგინეს.
შეხვედრა შეაჯამა და ავტორს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ.
შეხვედრა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო.

17814319 777920722356419 2807881021663331159 o 17855564 777920852356406 8550139709382412153 o 17879805 777921189023039 8904657271503118402 o 17834740 777920602356431 6733980771870421636 o