12.04.2017

12 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა ლექცია-დისკუსია სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან. TDI-ის ლექციათა ციკლის "ტოლერანტობის სკოლა" ფარგლებში, ამჯერად საჯარო ლექციას თემაზე "ერი, მოქალაქეობა და ტოლერანტობა" წარუძღვა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნიკოლოზ ალექსიძე.
TDI საჯარო ლექციებს ატარებს საქართველოს 6 უნივერსიტეტში, პროექტის "დისკრიმინაციის საკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ.
TDI-მ საჯარო ლექციის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ბლოგერების კ ო ნ კ უ რ ს ი ს შესახებ (https://www.facebook.com/events/806224569532991/). კონკურსისთვის „ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები“ მონაწილეებმა უნდა მოამზადონ ტექსტური ან მულტიმედიური ნამუშევრები საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებზე. კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ უ ლ ი, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.

17855419 778522872296204 3968049244380475354 o 17855478 778522882296203 7294552033076312793 o