13.04.2017

ინფორმაცია სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების დანიშვნის თაობაზე
1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 12 აპრილის N6 დადგენილებით დაინიშნა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.
2. რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 15 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.
3. რექტორის არჩევნები ჩატარდება 2017 წლის 03 ივლისს.
4. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
5. რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენების ნუსხა:

ა). განცხადება - სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის შესაბამისად;
ბ) ავტობიოგრაფია (CV) დადგენილი ფორმის შესაბამისად;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი);
ე) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (დედანი ან/და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი);
ვ) სამოქმედო გეგმა.

6. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 577 97 57 79