20.04.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით რექტორთა საბჭოს სხდომა კონკრეტულ უმაღლეს დაწესებულებებში იმართება, რაც წევრებს საშუალებას აძლევს სხვა უნივერსიტეტეტბის სწავლების მეთოდებს გაეცნონ და მათი გამოცდილება გაიზიარონ.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ერთობლივად განიხილავს.
მიმდინარე წლის 19 აპრილს, რექტორთა საბჭოს მე-8 სხდომა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სხდომის დაწყებამდე გაიხსნა უნივერსიტეტის მუზეუმი, სადაც გამოფენილია პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების ნამუშევრები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ექსპონატები.
რექტორთა საბჭოს სხდომას ტრადიციულად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსადრე ჯეჯელავა გაუძღვა.

18055991 783238665157958 2034515129124138402 o 17880154 783238615157963 6956773985876688515 o 17991455 783238878491270 5018898151459950640 o 18056552 783238998491258 3429825110036317530 o

                         17917674 783239361824555 1109397849090056224 o 18056500 783239195157905 975250397975815413 o