21.04.2017

21 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა გამართეს მინი-კონფერენცია თემაზე - რა ვიცით ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.
კონფერენცია გახსნა და სტუდენტებს წარმატებული დღე უსურვა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულნარა ჯანოვამ.
სტუდენტებს მიესალმნენ რექტორის მოადგილეები - ასოცირებული პროფესორი მაკა კაჭკაჭიშვილი-ბერიძე და პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი, ასევე, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაია ქუქჩიშვილი.
სტუდენებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო თემები აშშ-ის ისტორიის, კულტურის, სპორტის, ლიტერატურისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Fulbright-ის პროგრამის მოხალისემ მერი ქინგმა.
კონფერენციის ბოლოს მერი ქინგმა და ახალციხეში „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისემ მისტი ჯოუნსმა შეაფასეს კონფერენცია და მადლობა გადაუხადეს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.

17966502 783951581753333 7070760385663793450 o 18055914 783951671753324 5440357088177033128 o 18055994 783952338419924 7462071225081527585 o 18056324 783952465086578 8635198095457197152 o 18056494 783952391753252 5903068093823491087 o