22.04.2017
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ჩვენს ქვეყანაში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.
დედამიწის დღის აღნიშვნას ტრადიციულად, ყოველთვის უერთდებოდა სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმდინარე წლის 22 აპრილსაც უნივერსიტეტში მასშტაბურად აღინიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა როინ თათეშვილმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა.
ღონისძიებაზე, სპეციალურად ამ დღისათვის შეძენილი 100 - მდე მწვანე ნარგავი დაირგო უნივერსიტეტის ეზოსა და შემოგარენში.